“ლოს ანჯელეს დოჯერსის” 27 წლის ბეისბოლისტის, მეტ კემპის ყოფილმა შეყვარებულმა, ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ მთელი მსოფლიო გააოცა. 24 წლის პოპდივამ ახალი სვირინგი გაიკეთა, რომელმაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები გადარია.
რიანამ მკერდს ქვემოთ ძველეგვიპტური ქალღმერთი ისიდა ამოისვირინგა. ისიდა, მიცვალებულთა სამყაროს მბრძანებლის, ოსირისის მეუღლეა და ქალურობისა და დედობის ეტალონად მიიჩნევა.
“ქალღმერთი ისიდა – სრულყოფილი ქალბატონი. ყველა მომავალი თაობის ეტალონი. ის ყოველთვის დარჩება ჩემს გულში და გულზე”, - განმარტა საკუთარი ტატუ მომღერალმა.
ბევრ სკეპტიკოსს ეგონა, რომ პოპდივა მსოფლიოს გაოცებას ვეღარ შეძლებდა, თუმცა რიანამ არამარტო მთელი მსოფლიოს, არამედ სკეპტიკოსების შოკირებაც მოახერხა.