ფეხბურთი

12:26 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეზო არველაძემ უეფას კონგრესზე “ტექნიკის დემონსტრირება” მოახდინა

ყაზახური ინტერნეტპორტალის sports.kz-ი იუწყება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ასტანაში უეფას კონგრესის მონაწილეები გააოცა.

კონგრესის სხდომამდე ერთი დღით ადრე, ყაზახეთის დედაქალაქში მდებარე “მშვიდობისა და თანხმობის” დარბაზში უეფას ოფიციალური ვახშამი გაიმართა. გარდა სპეციალური პრიზებისა და ყვავილებისა, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ნომინანტებს “ადიდასის” ბურთებიც დაურიგა, რომლითაც ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ. ერთ-ერთ ლაურეატს ბურთი დაუვარდა და დარბაზში გაგორდა, სადაც კონგრესის დელეგატები ისხდნენ. 

ამ დროს, რევაზ არველაძე წამოხტა და “ჭვინტით” ბურთი თავზე აიგდო. ის სამი წუთის განმავლობაში “ტექნიკის დემონსტირებას” ახდენდა და დარბაზში მსხდომებმაც ყურადღება ქართველ ფუნქციონერს მიაპყრეს. მომსახურე პერსონალი ოფიციალურ პირებს მოშორდა და ქართველის სანახავად გაემართა. sports.kz-ს ინფორმაციით, არველაძეს კოსტუმმა და “ლაქის” ფეხსაცმელებმა ფილიგრანული ტექნიკური ილეთების შესრულებაში ხელი არ შეუშალა.

ხსნებული ინტერნეტპორტალი იუწყება, რომ კონგრესის დასრულების მერე, არველაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციების ურთიერთობა გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრები “პრეზიდენტის თასზე” ითამაშებს.

0.119744