ფეხბურთი

14:39 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილი ტრავმირებულია

თურქეთის საფეხბურთო პირველ ლიგაში მოასპარეზე “ბოლუსფორის” მცველი გიორგი რეხვიაშვილი ტრავმირებულია. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი ბოლუეკსპრეს.ცომ-ი იუწყება.

26 წლის ქართველი განვლილ ტურში სტუმრად “სამსუნსფორთან” წაგებულ (2:3) მატჩში დაშავდა. მან შეხვედრა სრულად ჩაატარა, მაგრამ თამაშის მერე აღმოჩნდა, რომ მარცხენა მუხლი დაუზიანებია.

სავარაუდოდ, რეხვიაშვილი 2-დან 4 კვირამდე ვერ ითამაშებს. თუმცა, “სამსუნსფორის” სამედიცინო შტაბი შეეცდება, რომ მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს.

რეხვიაშვილი “ბოლუსფორში” ზაფხულში საჩხერის “ჩიხურადან” გადავიდა და პირველ ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა.


0.11984