თურქულმა ბოლუსფორმა სამი ახალწვეული წარადგინა და მათ შორის, გიორგი რეხვიაშვილიც. როგორც იცით, გიორგიმ რამდენიმე დღის წინ გააფორმა კონტრაქტი თურქეთის პირველი ლიგის კლუბთან, რომელსაც მიზანად უმაღლესში გადასვლა აქვს დასახული და ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლება.
26 წლის რეხვიაშვილმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 88-ნომრიანი მაისურიც გადასცეს.
როგორც შევიტყვეთ, გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული ირლანდიასთან მატჩისთვის.
"აქ ბედნიერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს წინსვლაში დავეხმარო" – თქვა რეხვიაშვილმა.