ფეხბურთი

2:39 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილისა და ოვონიკოკოს მომგებიანი დებიუტი

დრო მოვიდა და მალტის ჩემპიონატითაც დავინტერესდით. “ვალეტაში” ხომ ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მაისურაძე და აბაიომი სეუნი ოვონიკოკო გადავიდნენ. “ვალეტა”  მეორე ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ “ბირკირკარას”, თუმცა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა: ვალეტელებმა გასვლაზე 2:1 სძლიეს მეტოქეს.

მალტური წყაროს თანახმად, რევიშვილმა ორჯერ აიღო რთული ბურთი და სხვა ეპიზოდებშიც კარგად გაისარჯა. ოვონიკოკოც სასტარტოში გახლდათ და მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვალეს, ხოლო მაისურაძე განაცხადში არ გახლდათ. 

სხვათა შორის, მატჩს 6000 გულშემატკივარი დაესწრო.

0.147615