ჭიდაობა

16:01 | 31.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ მინდორაშვილი: “მომხდარს პროვოკაციის მეტს ვერაფერს დავარქმევ”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში დატრიალებულ ამბებს სიახლეებით უკმაყოფილო ადამიანთა ერთი ჯგუფის დაგეგმილ და განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებს.
“რამდენიმე კვირაა გუნდი ჩავიბარე და ისეთი სიბინძურეების დანახვა მოვასწარი, სერიოზულად დავფიქრდი, ღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა. ნაკრები ერთ მუშტადაა შეკრული. უნდა გენახათ, რა კარგად ჩაიარა ბორჯომულმა შეკრებამ და როგორი ჯანსაღი ატმოსფეროა გუნდში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების გამო ამ სიახლეებს ვერ ეგუებიან და სიტუაციის არევას ცდილობენ. სწორედ ასეთი მცდელობა იყო გუშინდელი ინციდენტიც, რომელსაც პროვოკაციის მეტს ვერაფერს დავარქმევ. ამ სიბინძურეს გეგმავს ხალხი, რომელთა გამოც ლამის მთელი სპორტული კარიერა გამიმწარდა. მსგავსი ეშმაკური და ბოროტი ჩანაფიქრები რომ არა, რეზო მინდორაშვილს სპორტსმენობის დროს გაცილებით მეტი მიღწევები ექნებოდა, ვიდრე მოახერხა” – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მინდორაშვილმა.

გუშინ საღამოს, ფალავანთა კლუბში, კურტანიძის კაბინეტში ინცინდენტი მოხდა. როგორც თემურ ყაზარაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ფედერაციის პრეზიდენტმა შეიტყო რა, რომ მას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი, სცემა იგი.
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.113299