სუპერლიგის მონაწილე “ქუთაისი-2010”-მა, მის ერთ-ერთ ლიდერს, ფორვარდ რევაზ დიდიას (26.12.87, 203სმ, 105კგ) ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ კოხრეიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ დიდია შექმნის დღიდან, ზედიზედ მესამე სეზონია “ქუთაისი-2010”-ში თამაშობს და მინიმუმ ერთი სეზონი იასპარეზებს.
ახალი, 2013-14 წლების სეზონის წინ, “ქუთაისი-2010” მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან ერთად, რიჩარდ მათიაშვილმა, ბუბა კვიმსაძემ და თეიმურაზ ბაბუნაშვილმა დატოვეს. მათ ნაცვლად კი მთავარი მწვრთნელი მალხაზ კოხრეიძე, მოთამაშეები: აკაკი დვალიშვილი, ბესო ლეჟავა და გოგა ცეკვავა დაიმატეს.