ჭიდაობა

15:59 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რევანში შედგა

 

უაღრესად დაძაბული გამოდგა 84 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნახევარფინალების შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დავით მარსაგიშვილი და რუსეთის წარმომადგენელი ანზორ ურიშევი ხვდებოდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2011 წელს ამ წყვილის შეხვედრა რუსის გამარჯვებით დასრულდა, ქართველ ფალავანს რევანში ჰქონდა ასაღები. როგორც მოსალოდნელი იყო, მარსაგიშვილმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა მოგება და რევანში შედგა. ფინალში ქართველი მოჭიდავის მეტოქე სომხეთის წარმომადგენელი მუსა მურთაზალიევი იქნება.

ლევან თედიაშვილი: “ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. ჩემს გვერდით მყოფმა რუსეთის წარმომადგენლებმა პროვოკაციის მიზნით ხალიჩაზე პლასტმასის ბოთლები ისროლეს. არაუშავს, მასპინძლები ვართ და მოწინააღმდეგეს აღელვება უნდა ვაპატიოთ”.

ელდარ კურტანიძე: “ვეთანხმები ჩემს კოლეგას. რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება უსაფუძვლო იყო. მსაჯებმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს და ამ შეხვედრაში გამარჯვება ღირსეულს მიანიჭეს”.

 

0.145786