საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში დანიელ თანატოლებს დიდი ანგარიშით – 4:1 სძლია.
26 აგვისტოს გამართულ პირველ შეხვედრაში, ქართველები 0:1 დამარცხდნენ, გუშინ კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გოჩა ტყებუჩავას ფეხბურთელებმა გაცილებით აზრიანი, შემტევი და მობილიზებული თამაში შესთავაზეს მოწინააღმდეგეს, რაც შედეგზეც ნათლად აისახა.
მატჩი აქტიურად დავიწყეთ. გოჩა ტყებუჩავამ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ეს არც უნანია. პირველივე წუთებიდან საიმედო იყო მეკარე ლევან ისიანი; თვალსაჩინო იყო დაცვის უკეთესი თამაშიც.
გოლამდე, გამორჩეული მომენტი ჰქონდა ვატო არველაძეს, რომლის ძლიერად გასროლილი
ამის შემდეგ, ჩვენმა მეტოქემაც დაარტყა ისიანის კარისკენ, თუმცა, უშედეგოდ. 36-ე წუთზე კი, გიორგი არაბიძემ გაიბრწყინა და დანიელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1:0. ორიოდ წუთში, ჩვენებმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრეს და ცენტრიდან ვატო არველაძემ ეფექტური პასი მისცა არაბიძეს, რომელმაც თითქმის ნახევარი მოედანი გაირბინა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მიკელსენიც მოატყუა და ანგარიში ორამდე გაზარდა. შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავედით.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში, დანიელები მოგვეძალნენ. რამკილდესა და ლარსენის დარტყმულები ლევან ისიანმა მოიგერია. ამას ქართველებმა გააზრებული კომბინაციით უპასუხეს, რომელიც ბუღრიძის დარტყმით დასრულდა – ბურთი
65-ე წუთზე კი, კარგად განვითარებული შეტევის შემდეგ, ბუღრიძემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა; არველაძე კი, ამ ჩაწოდებულს იქ დახვდა სადაც საჭირო იყო და 3:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, გიორგი არაბიძემ შესანიშნავი პასი გაუჭრა ლაშა ლეჟავას, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა – 4:0. 79-ე წუთზე, ჩვენი უყურადღებობის შედეგად, მარკო რამკილდემ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
საქართველო U17 – დანია U17 4:1 (2:0)
საქართველო U17: ისიანი, ყურშავიშვილი (კაპ.), ლოჩოშვილი, ბუღაძე, ბერძენაძე (ბულუხაძე, 69), ყურაშვილი, კუხიანიძე, ლეჟავა (ფოჩხუა, 76), არველაძე (ჯამარაული, 69), ბუღრიძე (მუზაშვილი, 70), არაბიძე.
მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა.
დანია U17: მიკელსენი (ჰედვალი, 41), ბუური, შულცი (კუროვიჩი, 41), დრეიერი, კრისტენსენი (მუკოლი, 41), როკიაერი (რამკილდე, 41), ლარსენი, ჰანსენი (იაკობსენი, 41), სორენსენი, კირკი (ვანგი, 53), არნდალ-ლორიტცენი (რივჟიჩი, 59)
მწვრთნელი: იან მიქაელსენი.
გოლები: არაბიძე (36, 38), არველაძე (65), ლეჟავა (75), რამკილდე (79).
გაფრთხილება: ბუური.
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი
სფფ-ის პრესსამსახური