კალათბურთი

15:18 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეპეშამ ბიჭები დარაზმა

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასმინ რეპეშამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 12 მოთამაშეს უხმო. ბოლოს ეროვნულ გუნდს მარიო დელაში და მირო ბალანი გამოაკლდნენ, ამდენად, ესპანეთში შემდეგი კალათბურთელები გაემგზავრებიან:

როკო-ლენი უკიჩი, ოლივერ ლაფაიეტი, კრუნოსლავ სიმონი, ბოიან ბოგდანოვიჩი, მარიო ჰეზონია, ლუკა ბაბიჩი, დამიან რუდეზი, დარიო შარიჩი, დამირ მარკოტა, ანტე ტომიჩი, ლუკა ზორიჩი, ლუკშა ანდრიჩი.

შეგახსენებთ, რომ მომავალი ტურნირი 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება. B ჯგუფში ხორვატთა მეტოქეები არგენტინა, საბერძნეთი, სენეგალი, პუერტო-რიკო და ფილიპინები იქნებიან.

0.117616