ფეხბურთი

16:33 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემსი “ევერტონთან” სათამაშოდ ემზადება

 

ლონდონის “არსენალის” უელსელმა ნახევარმცველმა აარონ რემსიმ ბარძაყის ტრავმა მოიშუშა და პირველად 2014 წელს, მოედანზე გასვლის შანსი გაუჩნდა.

23 წლის ფეხბურთელმა “მეთოფეთა” შემადგენლობაში სეზონის პირველ ნაწილში ყველა ტურნირში ერთად ჩატარებულ მატჩებში 13 გოლი გაიტანა, მაგრამ დეკემბრის მიწურულს ტრავმა მიიღო და რეციდივების სერიის გამო, გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.

შკყ შპორტს-ის ინფორმაციით, ახლა რემსი მწყობრშია, ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დიდი ალბათობით გუნდს პრემიერლიგის მომდევნო ტურში, “ევერტონთან” კვირას გასამართ მატჩში დაეხმარება. ტრავმა მოიშუშა ლონდონელთა მარცხენა მცველმა ნაჩო მონრეალმაც, ხოლო ნახევარმცველი აბუ დიაბი ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით, მაგრამ უკვე მოედანზე ვარჯიშობს.  

“კარგი ამბავი ისაა, რომ აარონი და ნაჩო მონრეალი ძირითად ჯგუფში დაბრუნდნენ. ვიმედოვნებ, რომ ისინი კვირას თამაშს შეძლებენ. მოედანზე ვარჯიში განაახლა დიაბიმაც და ესეც კარგი ინფორმაციაა. სამწუხაროდ, მესუტ იოზილი ინგლისის თასის ნახევარფინალში “უიგანთან” გასამართი მატჩისთვის აღდგენას ვერ მოასწრებს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდეგ ისიც მალე დაგვიბრუნდება” - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114341