ფეხბურთი

18:12 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რემის სეზონის დასაწყისი გაუცდება

 

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ლოიკ რემი სეზონის სტარტზე “ნიუკასლს” ვერ დაეხმარება.

ნიუკასლელთა მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ განაცხადა, რომ ფეხბურთელი ფეხის ორთავა კუნთის ტრავმის შემდეგ, ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა. ხსენებული ტრავმის გამო, მას წინასასეზონო მომზადების დიდი ნაწილი გაუცდა.

პარდიუს თქმით, რემი “მანჩესტერ სიტისთან” ნამდვილად ვერ ითამაშებს. მოედანზე მისი გასვლა სათუოა ასევე “ვესტ ჰემთან” და “ფულემთანაც”.

აქვე გეტყვით, რომ “ნიუკასლმა” რემი მიმდინარე ზაფხულში “ქუინზ პარკ რეინჯერსიდან” იყიდა.


0.121705