ფეხბურთი

18:04 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემი გარდი “ლიონს” ტოვებს

ფრანგულ “ლიონს”, მომდევნო სეზონიდან, ახალი მწვრთნელი ეყოლება. ამის მიზეზი ისაა, რომ რემი გარდმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

48 წლის ფრანგი სპეციალისიტის განცხადებით, მას დასვენება სჭირდება და შესაბამისად, მომდევნო სეზონში სხვა გუნდს არ გაწვრთნის.

“ლიონი” რემი გარდის სამწვრთნელო კარიერაში პირველი გუნდია. ის ამ კლუბს 2011 წლიდან თავკაცობდა. გარდმა “ლიონს” საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა.

კლუბის პრეზიდენტის განცხადებით, “ლიონის” ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი ორ კვირაში გახდება.

0.115224