მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილიასი ტურინის “იუვენტუსთან” მატჩით თავისი კლუბის რეკორდსმენი გახდა. “სამეფო კლუბის” ოფიციალური საიტის ცნობით, 32 წლის მეკარემ უეფას ჩემპიონთა ლიგაში 133-ე შეხვედრა ჩაატარა.
ამრიგად, კასილიასმა “რეალის” ლეგენდარულ ფორვარდ რაულს (132 მატჩი) გადაუსწრო. კასილიასისა და რაულის შემდეგ, მადრიდელ რეკორდსმენებს შორის არიან რობერტო კარლოსი (109 მატჩი), გუტი (99 მატჩი) და ფრანსისკო ხენტო (88 მატჩი).
ცნობისათვის, უეფას ჩემპიონთა ლიგაში, კასილიასის დებიუტი 1999 წელს, “ოლიმპიაკოსთან” მატჩში შედგა.