ფეხბურთი

19:24 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეინჯერსის” სტადიონი სახელს იცვლის

შოტლანდიური “რეინჯერსის” საშინაო არენა “აიბროქსი”, უახლოეს მომავალში, სახელს შეიცვლის და მას “Sports Direct” დაერქმევა.

როგორც ცნობილია, შოტლანდიის მე-3 დივიზიონამდე დაქვეითებულ “რეინჯერსს” სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ამ პრობლემის ნაწილობრივ გამოსასწორებლად, გლაზგოელებმა სპორტული პროდუქციის მწარმოებელ კომპანია Sports Direct-თან თანამშრომლობა და ამ კომპანიისთვის სტადიონის სახელის მიყიდვა გადაწყვიტეს. STV-ს ცნობით, “რეინჯერსის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლზ გრინმა დაადასტურა, რომ გარიგება უახლოეს მომავალში გაფორმდება.

ცნობისთვის, Sports Direct-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი მაიკ ელშია, რომელსაც წილი “რეინჯერსშიც” აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113571