ინგლისური “ლივერპულის” მეკარე პეპე რეინა მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. Sky Sports-ის ცნობით, ესპანელი გოლკიპერის გამოჯანმრთელების პროცესი დასასრულს უახლოვდება.
მერსისაიდელ ექიმებს იმედი აქვთ, რომ რეინა მოედანზე გასვლას “საუთჰემტონთან” ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ რეინამ “ტოტენჰემთან” მატჩი კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა. ლივერპულელთა სამწვრთნელო შტაბი ირწმუნება, რომ მეკარემ ტრავმა თითქმის მოიშუშა და დიდი ალბათობით, უახლოეს შეხვედრაში სათამაშოდაც მზად იქნება.