სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:28 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეინას “ლივერპულში” თამაში აღარ სურს

“ნაპოლიში” იჯარით მოთამაშე პეპე რეინა “ლივერპულში” დაბრუნებას აღარ გეგმავს. აპენინური პრესის ცნობით, ესპანელი მეკარე საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს.

“ნეაპოლი ძალიან მომწონს. აქ ჩემი ოჯახიც მშვენივრად გრძნობს თავს. ბენიტესმა ჩემს “ნაპოლიში” გადასვლაში უდიდესი როლი შეასრულა. იტალიაში გადასვლაზე სწორედ მან დამიყოლია. “ლივერპულში” დაბრუნება მომიწევს, მაგრამ ახალ სეზონს სხვა კლუბში დავიწყებ”, - განაცხადა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ რეინა “ნაპოლის” ზაფხულში შეუერთდა. 

 

თეგებიპეპე რეინა
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.13016