“ნაპოლიში” იჯარის წესით მოთამაშე “ლივერპულის” მეკარე პეპე რეინას, ინგლისში დაბრუნება აღარ უნდა. ამის შესახებ, მან Daily Mail-ს უთხრა.
“ნაპოლიში” თავს მშვენივრად ვგრძნობ და აქედან წასვლა არ მინდა. ვერც კი წარმომიდგენია მომავალ სეზონში ჩემი თავი “ლივერპულში”. მით უმეტეს, რომ ამ გუნდს ძალიან კარგი მეკარე ჰყავს და რაც მთავარია, ჩემზე ახალგაზრდა. იმედია, ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა”, – განაცხადა რეინამ.