სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:16 | 16.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეინას ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია

"ნაპოლი" მზადაა ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" საკუთრებაში მყოფი მეკარე პეპე რეინა გამოისყიდოს. აღნიშნულ ინფორმაციას SKy Sport Italia ავრცელებს.

31 წლის კარის დარაჯმა გასული სეზონი განათხოვრების წესით იტალიურ კლუბში გაატარა. მხარეები მოსალაპარაკებლად მზად არიან და ტრანსფერი შეიძლება 5 მილიონ ევროს სანაცვლოდ განხორციელდეს. პრობლემა მხოლოდ რეინას მაღალ ფინანსურ მოთხოვნებშია - ესპანელს წელიწადში ხელფასის სახით 2.5-3 მილიონი ევრო სურს, ხოლო იტალიელები ამ თანხის გადახდას არ აპირებენ.

თავად მეკარეს იტალიაში თამაში ხიბლავს და რაფა ბენიტესთან ერთად მუშაობა უხარია. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა კიპერმა გასულ სეზონში 43 შეხვედრა ჩაატარა და 46 გოლიც გაუშვა. 13 შეხვედრაში რეინამ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

 

გიორგი ბალახაძე 

თეგებიპეპე რეინა
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122809