ფეხბურთი

15:33 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეინა “ნაპოლიში” ითამაშებს

ინგლისური “ლივერპულის” მეკარე პეპე რეინა მომდევნო სეზონს იჯარის წესით იტალიურ “ნაპოლიში” გაატარებს. ამ ინფორმაციას მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.

30 წლის ესპანელი ნეაპოლში მხოლოდ 2013-2014 წლების სეზონში იასპარეზებს, შემდეგ კი, “ენფილდზე” დაბრუნდება. გარიგების ფინანსური მხარე, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისათვის, რეინა “ლივერპულში” 2005 წლიდან ირიცხება. მან “წითლების” კარი 395 მატჩში დაიცვა.

 

0.122256