ფეხბურთი

20:00 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეინა: “ბენიტესი ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია”

“ლივერპულიდან” “ნაპოლიში” განათხოვრებული ესპანელი მეკარე პეპ რეინა აცხადებს, რომ იტალიაში თავს ბედნიერად გრძნობს და რაფა ბენიტესს ის თავის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელად მოიხსენიებს.

“ვერც კი ვიფიქრებდი, რომ “ლივერპულს” დავტოვებდი. თუმცა, ინგლისელებმა მინიოლე დაიმატეს და “ნაპოლიში” გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამ გუნდში უფრო ძლიერ მეკარედ ვიქეცი.

რა იქნება მომავალში? ვნახოთ. ზაფხულში “ლივერპულში” უნდა დავბრუნდე, რაც სიტუაციას ართულებს.

“ნაპოლიში” ყველაფერი მომწონს. ეს გუნდი “ლივერპულის” საუკეთესო წლებს მახსენებს.

რაც შეეხება რაფა ბენიტესს – ის ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია. ჩვენ ერთამანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. მისი ხელმძღვანელობით მუშაობა მიადვილდება.” – ციტირებს რეინას სიტყვებ Marca.

0.111143