“ლაციოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ედუარდო რეია რომაულ კლუბში დაბრუნებასთან ახლოსაა. იტალიური პრესის ცნობით, მხარეებმა კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმეს და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებენ, რომლის თანახმადაც 68 წლის სპეციალისტი “ლაციოში” 2015 წლამდე დარჩება. შეგახსენებთ, რეიამ თანამდებობა 2012 წლის მაისში დატოვა.
“ლაციოს” ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმერ პეტკოვიჩი უკვე შვეიცარიის საფეხბურთო კავშირს შეუთანხმდა და შვეიცარიის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე სწორედ ის უხელმძღვანელებს.