ჩოგბურთი

12:00 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეფორმატორი ნა ლი

ჩინელმა ნა ლიმ რომის ტურნირის მეორე წრეში ავსტრალიელ კეისი დელაკუას 6:1, 6:4 სძლია და კარიერის განმავლობაში 500-ე მოგება იზეიმა. 32 წლის აზიელი მოქმედ ჩოგბურთელთაგან 12-ე მოთამაშე გახდა, რომელთაც 500 და მეტ შეხვედრაში მიუღწევიათ წარმატებისთვის. ნა ლიმდე ამჟამად აქტიურ ჩოგბურთელ ქალთაგან ეს ზღვარი ამერიკელ დებს ვინუს და სერენა უილიამსებს, სერბ ელენა იანკოვიჩს, იტალიელ ფლავია პენეტას, ტაილანდელ ტამარინ ტანასუგარნს, იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს, რუსებს ნადეჟდა პეტროვასა და მარია შარაპოვას, სლოვაკ დანიელა ჰანტუჩოვას, რუს სვეტლანა კუზნეცოვასა და ფრანგ სტეფანი ფორეც-გაკონს აქვთ გადალახული.

ამასობაში ამერიკულმა ჟურნალმა Fast Company ნა ლი მსოფლიო ბიზნესის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა. ამ რეიტინგში აზიელ ჩოგბურთელს 50-ე ადგილი მიაკუთვნეს და ნა ლი ამ სიაში ერთადერთი სპორტსმენია.

ნა ლის გავლენიან ბიზნესმენთა შორის შეყვანა პოპულარული გამოცემის რედაქტორმა ჯეისონ ფრეიზერმა ჩოგბურთელის მიერ სპორტსმენთა მომზადების სახელმწიფო სისტემასთან კავშირის გაწყვეტის გამო ახსნა. ეს ახალგაზრდა ჩინელი ათლეტებისთვის სტიმულის მიმცემი უნდა გახდეს, ამასთან ნა ლი ერთადერთია Nike-ის სპორტსმენთა გუნდიდან, რომელსაც თავის ეკიპირებაზე სხვა სპონსორების ლოგოტიპების ტარებაც შეუძლია. 

თეგებინა ლი
0.115458