“ქპრ”-ს მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, მისი გუნდი რამდენიმე თავდამსხმელის დამატებას აპირებს.
მიმდინარე ზაფხულში, “ქპრ”-მ ორი მცველი, რიო ფერდინანდი და სტივენ კოლკერი უკვე დაიმატა. ახლა კი, მთავარი ყურადღება წინა ხაზის გაძლიერებას ეთმობა.
“სათადარიგოთა სკამი ძალიან მოკლე გვაქვს, ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ. ამ ფორმაციის გუნდში ერთადერთი ფორვარდი, რომლის იმედიც შემიძლია მქონდეს, ჩარლი ოსტინია. ხოლო მთელი სეზონის ერთი ფორვარდით ჩატარება, წარმოუდგენელია.
შესაძლოა, ლოიკ რემი დარჩეს, მაგრამ ეს სიტუაციას მნიშვნელოვნად არ შეცვლის და თავდამსხმელის დამატებაზე უკვე ვმუშაობთ”, – განაცხადა რედნაპმა SkySports–თან საუბრისას.
ცნობისთვის, რენდაპის განკარგულებაში კიდევ ერთი ფორვარდია, ბობი ზამორა, რომელიც ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.
ლევან გოგოტიშვილი