დიდი ალბათობით, ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს დაითხოვს. ამის შესახებ The Times-ი იუწყება.
ლონდონელებს წარუმატებელი მატჩების სერია აქვთ, რითაც ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა. უკანასკნელ 4 მატჩში, ქპრ-მ მხოლოდ ქულა აიღო. 66 წლის სპეციალისტმა კლუბის მესვეურთა ნდობა დაკარგა და სავარაუდოდ, ახალი სამუშაო ადგილის მოძებნა მოუწევს.
ცნობისათვის, ქპრ ინგლისის ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.