კალათბურთი

18:40 | 28.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეჯი ევანსის პირადი რეკორდები

 "ბრუკლინის" ფორვარდმა რეჯი ევანსმა "პორტლენდთან" დაპირისპირებისას (111:93) ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, გაიმეორა დაგროვილი ქულების რაოდენობით პირადი რეკორდი (22), ხოლო 26 შესრულებული მოხსნით კარიერის  საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - იტყობინება Associated Press.

ბოლო ექვს თამაშში ევანსმა სამჯერ მოახერხა შეხვედრის 20 მოხსნით დასრულება, თუმცა უკანასკნელად მატჩში 20 ქულაზე მეტის დაგროვება მან 2006 წლის 24 მარტს შეძლო.

მიმდინარე სეზონში რეჯის საშუალო მონაგარი 4,2 ქულა და 10,4 მოხსნა გახლავთ.

 

 

0.12541