მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის – რამირესის შეძენით დაინტერესდა. “მარკას” ცნობით, “სამეფო კლუბის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ხელმძღვანელობას ბრაზილიელის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფა სთხოვა.
იტალიელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტული რამირესის კანდიდატურაა. მის ალტერნატივად “პარი სენ-ჟერმენის” შუახაზელი მარკო ვერატი განიხილება.
აღსანიშნავია, რომ რამირესი “ჩელსიში” 2011 წელს, “ბენფიკადან” გადავიდა. იმ დროს, ლონდონელთა თავკაცი სწორედ ანჩელოტი იყო.