ფეხბურთი

4:27 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რეალს“ პირველობა „ატლეტიკომაც“ დაუთმო

წინა ტურის ბოლოს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონს 3 ლიდერი ჰყავდა, დღევანდელი შედეგების შემდეგ კი, მადრიდის „რეალი“ გათამაშების ერთადერთი პირველადგილოსანი გახდა. 25-ე ტური „სამეფო კლუბისთვის“ იდეალური გამოდგა - „ბარსელონა“ „სოსიედადთან“ დამარცხდა“, „ატლეტიკო“ კი, „ოსასუნასთან“.

დიეგო სიმეონეს დამოძღვრილი მადრიდელები პამპლონაში განადგურდნენ. შესაძლოა, „მილანთან“ საგარეო მატჩის მოგების შემდეგ, „ატლეტიკო“ გადაღლილი იყო, მაგრამ 3-ბურთიანი სხვაობით „ოსასუნასთან“ მარცხს ნამდვილად არავინ ელოდა. მატჩის დებიუტში, ემილიანო არმენტეროსის ჩაწოდებულ ბურთს ალვარო სეხუდომ ერთი შეხებით დაჰკრა და ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში, თავად არმენტეროსმა დაჰკრა საჯარიმოს მისადგომებიდან და პამპლონელებს სოლიდური უპირატესობა მოუტანა.

ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, რობერტო ტორესმაც იხეირა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში - 3:0 დააფიქსირა.

„მესტალიაზე“, „ვალენსიამ“ „გრანადას“ უმასპინძლა და 3 ქულის აღება უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოახერხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები პიტიმ დააწინაურა და მასპინძლებს საქმე მნიშვნელოვნად გაურთულა. 64-ე წუთზე, სოფიან ფეგულის პასს პაკო ალკასერი გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ვალენსიელებმა გამარჯვების იმედი დაიბრუნეს.

3 ქულის მომტანი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა - რუბენ ვეზუს თავურმა „ვალენსიას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

რაც შეეხებათ დანარჩენ მატჩებს, „ბილბაომ“ 9-კაციან „ბეტისს“ 2:0 სძლია, „სევილიამ“ კი, „რაიო ვალიეკანოსთან“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

 

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 13800 მაყურებელი

რაიო - სევილია 0:1 (0:0) 

რაიო: რუბენი, კაშტრუ, რაცი (ლონგო 67), ტიტო, ტრასორასი, ბაენა (გონსალესი 56), საული, ფალკე, ვიერა, ბუენო (ლარივეი 56), ბანგურა.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

სევილია: ბეტუ, ნავარო, პარეხა, ფასიო, კარიზუ, კოკე, მორენო, რაკიტიჩი (ტროხოვსკი 90), იბორა, სამპერიო (ფიგეირაში 72), ბაკა (გამეირო 78).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლი: 0:1 კოკე (57)

გაფრთხილება: ფალკე (43), საული (65) - ფასიო (23), იბორა (36)

გაძევება: იბორა (83)

კარში დარტყმა: 9 (1) – 9 (2) ჯარიმა: 16 - 11 კუთხური: 1 - 7 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 71% - 29% სეივი: 1 – 1

 

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 28061

ბეტისი - ბილბაო 0:2 (0:1)

ბეტისი: ადანი, პერკისი, დიდაკი, ნ’დიაიე, სევილია, რეიესი, მაბვატი (მატილია 66), ნონო (იგებორი 60), ხუანფრანი, კასტრო, ბაპტიშტაუ (ფიგერასი 46).

მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან-ხოსე, ბალენსიაგა, გურპეგი, სუსაეტა (საბორიტი 89), იტურასპე, რიკო (დე მარკოსი 68), ერერა, სოლა, მუნიაინი (ფერნანდესი 80).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: 0:1 მუნიაინი (34), 0:2 ფერნანდესი (81)

გაფრთხილება: კასტრო (32), პერკისი (33), რეიესი (33), სევილია (55) - მუნიაინი (78)

გაძევება: პერკისი (41), რეიესი (58)

კარში დარტყმა: 11 (4) – 14 (7) ჯარიმა: 14 - 10 კუთხური: 8 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 33% - 67% სეივი: 5 – 4

 

ვალენსია. „მესტალია“. 37700

ვალენსია - გრანადა 2:1 (0:0)

ვალენსია: ალვესი, მატიე, ბარაგანი, ვეზუ, კეიტა (ალკასერი 53), ფუეგო, ფეგული, პარეხო, ბერნატი, კარტაბია (მიჩელი 73), ვარგასი (ჟონასი 59).

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

გრანადა: რობერტო, ანგულო, ნიომი, მურილიო, კოეფი, იტურა, ბრაიმი (პერეირა 69), რიკო (ფატო 21), რესიო, პიტი (ფულკე 85), ელ-არაბი.

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

გოლი: 0:1 პიტი (47), 1:1 ალკასერი (63), 2:1 ვეზუ (90)

გაფრთხილება: კეიტა (25), კარტაბია (42), ალკასერი (70), მიჩელი (77), პარეხო (88) - მურილიო (56), ნიომი (75), იტურა (77)

კარში დარტყმა: 17 (7) – 8 (3) ჯარიმა: 14 - 15 კუთხური: 8 - 2 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 2 – 5

 

პამპლონა. „ელ სადარი“. 15361

ოსასუნა - ატლეტიკო 3:0 (3:0)

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ლოლო, ლოტიესი (ფლანიო 79), ბერტრანი (სანხურხო 46), არიბასი, სილვა, არმენტეროსი, სეხუდო (ლოე 84), ტორესი, რიერა.

მწვრთნელი: ხავი გრასია

ატლეტიკო: კურტუა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, ალდერვეირელდი, დიეგო (თურანი 59), გაბი, სუარესი (კოკე 46), ვილია (გარსია 61), ადრიანი, კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 1:0 სეხუდო (6), 2:0 არმენტეროსი (21), 3:0 ტორესი (42)

გაფრთხილება: სუარესი (34)

კარში დარტყმა: 10 (4) – 13 (3) ჯარიმა: 13 - 10 კუთხური: 6 - 9 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 42% - 58% სეივი: 3 – 1

0.248475