მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო ტრავმირებულია და უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწევს. Marca-ს ცნობით, ბრაზილიელს მუხლქვეშა მყესი აწუხებს.
მადრიდელი ექიმების პროგნოზით, მარსელო ლაზარეთში 2 კვირას გაატარებს. 10-15 დღეში, მარცხენაფლანგელი სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს და მოედანსაც გაუშინაურდება.
ამგვარად, მარსელოს “დორტმუნდთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს. გარდა ამისა, ბრაზილიელი ვერც პრიმერა დივიზიონის უახლოეს მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.