მადრიდის “რეალი” “მონაკოს” ფორვარდის – რადამელ ფალკაოს იჯარით აყვანას გეგმავს. ABC-ს ცნობით, ფინანსურმა ფეარ პლეიმ მადრიდელებს კოლუმბიელის ტრანსფერი გაურთულა და საიჯარო ხელშეკრულებისაკენ უბიძგა.
წელიწადიანი იჯარის სანაცვლოდ, ესპანელები “მონაკოს” 12 მილიონ ევროს გადაუხდიან. “მონაკოს” ფალკაოში 45 მილიონი ევროს აღება სურს. მომდევნო სეზონის ბოლოს, მადრიდელები დამატებით 33 მილიონ ევროს გადაიხდიან და თავდამსხმელის სატრანსფერო უფლებებს სრულად მოიპოვებენ.