ფეხბურთი

12:35 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” არბელოა დაუბრუნდა

 

მადრიდის “რეალის” მცველმა ალვარო არბელოამ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ესპანური პრესის ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” სამწვრთნელო შტაბს მისი გამოყენება უახლოეს მატჩშივე შეეძლება.

მოგეხსენებათ, “რეალის” დაცვის ხაზში საკადრო პრობლემებია – ფაბიუ კოენტრაუს, მარსელოსა და რაფაელ ვარანს ტრავმები აწუხებთ. ბრაზილიელისა და პორტუგალიელისგან განსხვავებით, ფრანგს ბურთთან ერთად ვარჯიში უკვე დაწყებული აქვს, მაგრამ სათამაშოდ მზად ჯერ არაა.

ამრიგად, დიდია ალბათობა იმისა, რომ არბელოამ სტამბულის “გალათასარაისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს.

0.116344