მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ლუის სუარესით დაინტერესების თაობაზე ევროპულ სპორტულ პრესაში ადრეც დაიწერა. ამჯერად კი, როგორც ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა იტყობინება, “სამეფო კლუბი” “ლივერპულისთვის” ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ ახალ შეთავაზებას ამზადებს. წყაროს ცნობით, “რეალი” მზადაა ზამთრის სატრანსფერო სეზონზე სუარესი 20 მილიონ ევროდ შეიძინოს და ამ თანხას თან ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემაც გააყოლოს.
შეგახსენებთ, მადრიდელებმა სასურველი ფეხბურთელის შეძენა გასულ ზაფხულსაც სცადეს, მაგრამ თავად სუარესის სურვილის მიუხედავად, ტრანსფერი არ შედგა. “ოქროს ბურთის” პრეტენდენტი ურუგვაელის ხელში ჩასაგდებად ლონდონის “არსენალიც” იბრძვის.