ფეხბურთი

22:24 | 16.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" სატრანსფერო ფანჯარა გამოიხურა

 

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სამეფო კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელს აღარ დაიმატებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა გრანდმა ხუთი ტრანსფერი განახორციელა: მიუნხენის "ბაიერნიდან" ტონი კროოსი გადაიბირეს (25 მილიონი ევრო), "მონაკოდან" - ხამეს როდრიგესი (80), ხოლო "ლევანტედან" - კეილორ ნავასი. კოსტარიკელი მეკარის კლუბში მოსვლით, ესპანელ გოლკიპერ დიეგო ლოპესს "მილანში" გადასვლა მოუწია.

მადრიდელებმა "კურიტიბადან" აბნერ ფელიპე ინათხოვრეს, ხოლო ფინური "აიკიდან" იერო მარკანენი 2 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდეს, მაგრამ ორივე ფეხბურთელი "რეალის" მეორე გუნდში იასპარეზებს. სამეფო კლუბმა სატრანსფერო პერიოდში სულ 117 მილიონი ევრო გადაიხადა.

"სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის უკვე დაიხურა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჭორები, სამი ხედირას და ანხელ დი მარიას წასვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ორივე "რეალის" ფეხბურთელია." _ ციტირებს A Bოლა ანჩელოტის სიტყვებს.

გიორგი ბალახაძე

0.114749