ფეხბურთი

3:40 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” საჩემპიონო შანსები შეიმცირა

მადრიდის “რეალმა” “ვალიადოლიდთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის გადატანილი მატჩი დღეს ჩაატარა და მხოლოდ ქულა მოიპოვა. სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, “სამეფო კლუბი” პირველადგილოსან “ატლეტიკოს” 4 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, კარლო ანჩელოტის გუნდს კატალონიის “ბარსელონაც” ქულით უსწრებს.

“რეალმა” წარუმატებელი მატჩი ვალიადოლიდში ჩაატარა. მადრიდელები იგებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს გაშვებულმა გოლმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 35-ე წუთზე, სტუმრები დააწინაურა სერხიო რამოსმა, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში გოლებს მოუხშირა. ესპანელმა თავისთვის უჩვეულოდ, საჯარიმო დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი.

87-ე წუთზე, “ვალიადოლიდმა” ანგარიში გაათანაბრა, მადრიდელებს კი, 3 ქულის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ – 1:1.

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 22000

ვალიადოლიდი - რეალი 1:1 (0:1) 

ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუკავინა, ვალიენტე, პენია, მიტროვიჩი, ბერგდიჩი, ალვარო, ოსკარი, პერესი (ბარაჰა 82), გერა, ხეფრენი (ოსორიო 74).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

რეალი: კასილიასი, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, ნაჩო, ალონსო, მოდრიჩი, დი მარია, ისკო (ილიარამენდი 73), რონალდუ (მორატა 9), ბენზემა (მარსელო 77).

 წვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 0:1 რამოსი (35), 1:1 ოსორიო (87)

გაფრთხილება: ბერგდიჩი (26), მიტროვიჩი (89), ბარაჰა (90), ხიმენესი (90) - ისკო (27), მორატა (61), ილიარამენდი (76), პეპე (81)

კარში დარტყმა: 6 (1) – 21 (3) ჯარიმა: 17 - 8 კუთხური: 4 - 9 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 38% - 62% სეივი: 2 – 0

0.11833