ფეხბურთი

4:58 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ქულები არ დათმო

„რაიო ვალიეკანოსთან“ საგარეო მატჩში, მადრიდის „რეალმა“ თავისი გულშემატკივრები ოდნავ ანერვიულა, მაგრამ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხა. „სამეფო კლუბს“ მადრიდულ დაპირისპირებაში სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მასპინძელთაგან 2 გოლი გაუშვა და ქულების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.

მატჩი კარლო ანჩელოტის გუნდისთვის იღბლიანად დაიწყო – კრიშტიანუ რონალდუმ ლამაზად ჩამოიშორა მეტოქე და კარის სიახლოვეს აღმოჩენილს, ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. სტუმრებს ანგარიშში სხვაობის გასაზრდელად არცთუ დიდი დრო დასჭირდათ. ამჯერად, კარიმ ბენზემამ იხეირა, რომელმაც ზუსტი თავურით მოათავსა ბურთი „რაიოს“ კარში.

შესვენებიდან დაბრუნებულმა „რეალმა“ კრიშტიანუ რონალდუს მორიგი გოლის წყალობით 3–ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებაც თითქმის გაინაღდა, მაგრამ საქმე არც ასე იოლად იყო. 2–წუთიან მონაკვეთში, „რაიოს“ ნახევარმცველმა ხონათან ვიერამ ორი პენალტი გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მასპინძლები სენსაციის მოხდენას საფინალო სასტვენამდე დიდი მონდომებით ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ – 2:3.

დამაჯერებლად მოიგო „სოსიედადმა“, რომელმაც თავის მოედანზე „ოსასუნას“ უმასპინძლა. სან სებასტიანელებმა მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს და შინ უქულოდ გაუშვეს.

მინიმალური ანგარიშები დაფიქსირდა დანარჩენ ორ მატჩში – „ალმერიამ“ „ვალიადოლიდს“ სძლია, „სევილია“ კი, „სელტასთან“ დამარცხდა.

 

სან სებასტიანი. „ანოეტა“. 26000

სოსიედადი – ოსასუნა 5:0 (1:0)

სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, მარტინესი, კასტრო, ელუსტონდო, სუტურუსა (პრიეტო 63), პარდო, გრიზმანი (აგირეჩე 73), ველა (სეფეროვიჩი 73).

მწვრთნელი: ჰაგობა არასატე

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ლოლო, ლოტიე, არიბასი (პუნიალი 59), სანხურხო, სილვა, დე ლას კუევასი, სეხუდო (ფლანიო 52), ტორესი, რიერა (ომვუ 77).

მწვრთნელი: ხავი გარსია

გოლი: 1:0 ანსოტეგი (34), 2:0 მარტინესი (47), 3:0 გრიზმანი (56), 4:0 ჩორი კასტრო (81), 5:0 სეფეროვიჩი (88)

გაფრთხილება: გრიზმანი (33), ელუსტონდო (53)

გაძევება: ლოტიე (48)

კარში დარტყმა: 17 (8) – 5 (1) ჯარიმა: 8 - 6 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 1 – 3

 

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 13900

რაიო – რეალი 2:3 (0:2)

რაიო: რუბენი, ტიტო, ნაჩო, ხალვესი, არბილია (ლარივეი 51), გონსალესი (ბუენო 42), ტრასორასი, საული, ფალკე (ემბარბა 69), ვიერა, ბანგურა.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

რეალი: ლოპესი, პეპე, რამოსი, კოენტრაუ (მარსელო 45), კარვახალი (არბელოა 59), ალონსო (ილიარამენდი 46), მოდრიჩი, დი მარია, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 0:1 რონალდუ (3), 0:2 ბენზემა (31), 0:3 რონალდუ (48), 1:3 ვიერა (53პ.), 2:3 ვიერა (55პ.)

გაფრთხილება: ნაჩო (59), ტიტო (77), ტრასორასი (88) – კარვახალი (6), ალონსო (11), დი მარია (62), მარსელო (71), მოდრიჩი (90)

კარში დარტყმა: 23 (6) – 11 (5) ჯარიმა: 13 - 12 კუთხური: 6 - 1 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 2 – 4

 

ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 10000

ალმერია – ვალიადოლიდი 1:0 (1:0)

ალმერია: ესტებანი, ნელსონი, დუბარბიერი, ტორსილერი, ტრუხილიო, სორიანო (ტებარი 62), ვერსა, აზიზი, ვიდალი, სუსო (ბარბოსა 74), როდრი (დიასი 85).

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ებერტი, ალვარო, ლარსონი (ოსორიო 80), ომარი (რამა 70), როსი (სასტრე 58), გერა.

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

გოლი: 1:0 როდრი (38)

გაფრთხილება: ტრუხილიო (34), როდრი (52), ვერსა (68), ესტებანი (90) – ებერტი (24), პენია (87)

გაძევება: ებერტი (75)

კარში დარტყმა: 14 (7) – 8 (2) ჯარიმა: 15 - 13 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 2 – 6

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“.

სევილია – სელტა 0:1 (0:0)

სევილია: ბეტუ, პარეხა, კარიზუ, ფიგეირაში, მორენო, მბია (ტროხოვსკი 72), რაკიტიჩი, მაჩინი, სამპერიო (პეროტი 59), გამეირო, ბაკა (კრისტოფორო 46).

მწვრთნელი: უნაი ემერი

სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, ოუბინია, ფერნანდესი, ლოპესი (ორელიანა 82), მინა (რაფინია 65), ტონი, ნოლიტო (ვილა 90), შარლესი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: 0:1 ლოპესი (48)

გაფრთხილება: მბია (29), ფიგეირაში (45) – ტონი (90)

კარში დარტყმა: 17 (4) – 9 (6) ჯარიმა: 7 - 27 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 71% - 29% სეივი: 3 – 4

0.112709