ფეხბურთი

13:35 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ნეგრედო გაიხსენა

მადრიდის “რეალი” მიმდინარე სატრანსფერო სეზონში “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – ალვარო ნეგრედოს შეძენას ეცდება. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

როგორც ირკვევა, მადრიდელები მანჩესტერელებთან უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. “ქალაქელები” 29 წლის ესპანელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ.

რამდენადაც ცნობილია, ნეგრედოს ხილვა “ვალენსიასა” და “მილანსაც” სურთ. მილანელები ესპანელს მარიო ბალოტელის შემცვლელად განიხილავენ. დიდი ალბათობით, “სუპერ მარიო” “ლივერპულს” მიაშურებს.

 

0.121707