მადრიდის “რეალმა” “პორტუსგან” მცველ ელიაკიმ მანგალას შეძენა გადაიფიქრა. ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, პორტუგალიელებმა ჯერ კიდევ მოლაპარაკების წამოწყებამდე აცნობეს “სამეფო კლუბს”, რომ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელეოდნენ და ყველაფერი იქვე დასრულდა, თუმცა მანგალას მსურველები “რეალის” გარეშეც არ აკლია.
ბოლო კვირებში ევროპულ პრესაში რეგულარულად იწერება, რომ 23 წლის მცველის შეძენით “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი.