მადრიდის “რეალმა” 16 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი მინკ პეტერსი გადაიბარა. ახალგაზრდა შუახაზელი ესპანეთში “აიაქსიდან” გადავიდა.
მინკ პეტერსი “აიაქსს” 2012 წელს შეუერთდა. მანამდე ის პსვ-ში ირიცხებოდა.
“რეალში” გადასვლის შემდეგ ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა: “რეალის” ფეხბურთელი გავხდი, რითიც ჩემი ოცნება ახდა. საშუალება მომეცა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშო.”