ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალმა” თანაქალაქელი “ატლეტიკოსგან” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო მაღალი ხელფასის გამო არ შეიძინა. მოგეხსენებათ, კოლუმბიელი “მონაკოში” გადაბარგდა და მისი წლიური ანაზღაურება 14 მილიონი ევროა.
El Confidencial-ის ცნობით, “რეალი” ფალკაოს აგენტ ჟორჟე მენდეშთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ მხარეები ვერ მორიგდნენ.
აღსანიშნავია, რომ “რეალის” ფეხბურთელებს შორის, ფალკაოზე მაღალი ანაზღაურება მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს, რომელმაც მადრიდელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა.