ფეხბურთი

15:40 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” დი მარია 50 მილიონად შეაფასა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა არგენტინელ ანხელ დი მარიას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში შეელევა. ფრანგული მედიის ცნობით, “სამეფო კლუბი” გარემარბში 50 მილიონ ევროს ითხოვს.

მოგეხსენებათ, დი მარიას გადაბირება საფრანგეთის ჩემპიონატის წამყვან კლუბებს – “პარი სენ-ჟერმენსა” და “მონაკოს” სურთ. გარდა ამისა, არგენტინელით “მანჩესტერ იუნაიტედიც” დაინტერესებულია.

ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, დი მარიამ 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი და 17 საგოლე პასი მიითვალა.

 

0.118952