მადრიდის “რეალმა” ახალი სეზონისთვის კიდევ ერთი კალათბურთელი შეიმატა. იგი 23 წლის არგენტინელი გამთამაშებელი ფაკუნდო კამპაცო გახლავთ. აღნიშნულ ინფორმაციას კალათბურთელის აგენტი კლაუდიო ვილანუევა ავრცელებს.
ცნობისთვის, არგენტინის ნაკრების მცველი 2008 წლიდან სამშობლოში, კერძოდ კი, “პენიაროლში” თამაშობდა. ისიც ვთქვათ, რომ ამჟამად ფაკუნდო ეროვნული გუნდის რიგებში იმყოფება და მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.