ფეხბურთი

12:02 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” ახალი პროექტი სასამართლომ შეაჩერა

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ მადრიდის “რეალს” საშინაო არენის “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია აუკრძალა. AS-ის ცნობით, კლუბსა და მადრიდის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა, მაგრამ საქმეში სპეციალური კომისია ჩაერთო, რომელმაც რეკონსტრუქციის პროექტში მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა. “სამეფო კლუბს” სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 10 დღე აქვს.

რეკონსტრუქციის გეგმის თანახმად, “სანტიაგო ბერნაბეუს” ტერიტორია უნდა გაფართოვდეს და მასზე დიდი სავაჭრო ცენტრი და სასტუმრო უნდა აშენდეს. მუშაობის დასრულების ვადად კი 2017 წლის ზაფხულია მითითებული.

0.118302