მადრიდის “რეალი” გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ამჟამად “ჰოფენჰაიმის” საკუთრებაში მყოფი ხოსელუს დაბრუნებას აპირებს.
ხოსელუ “რეალიდან” “ჰოფენჰაიმში” 2012 წელს გადავიდა. იმ დროისთვის, ფეხბურთელს მადრიდელთა პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ 1 თამაში ჰქონდა ჩატარებული. როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, “სამეფო კლუბმა” ფეხბურთელის დაბრუნების უფლება დაიტოვა.
24 წლის შემტევმა გასული სეზონი “აინტრახტში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში, 26 თამაშში, 12 გოლი გაიტანა.
მადრიდული Marca-ს ცნობით, “რეალი” ხოსელუს დაბრუნებას იმ შემთხვევისთვის აპირებს, თუ გუნდს ალვარო მორატა დატოვებს.