ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნე ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი იქნება. ამის შესახებ Marca იუწყება.
მადრიდელები ჩილელის შეძენას მიმდინარე სეზონის დაწყებამდეც ცდილობდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. საბოლოოდ, “სამეფო კლუბმა” ასიერ ილიარამენდი და გარეტ ბეილი შეიძინა, რაზეც დიდი თანხა დაიხარჯა. “რეალი” “დორტმუნდის” შუახაზელ ილკაი გუნდოგანსაც უმიზნებდა, მაგრამ ვერც მისი შეძენა მოახერხა.
ცნობისათვის, ვიდალის ხილვა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.