ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ფორვარდის – ლუის სუარესის შეძენას ეცდება. “სანის” ცნობით, “სამეფო კლუბი” 27 წლის ურუგვაელში 85 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
მადრიდელებს ფინანსების მოსაძიებლად მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. როგორც ირკვევა, თავდამსხმელის შეძენა “რეალისთვის” პრიორიტეტულია. საგულისხმოა, რომ მადრიდელები სუარესის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.