მადრიდის „რეალმა“ ვიგოს „სელტასთან“ გასვლით მატჩში 3 ქულა მოიპოვა, რაშიც დიდი წვლილი პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიდო. აღსანიშნავია, რომ საგოლე მომენტები ვიგოელებსაც საკმარისად ჰქონდათ, მაგრამ ერთზე მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს, ეს კი, საკმარისი არ აღმოჩნდა.
„მშრალი“ პირველი ტაიმის შემდეგ, მადრიდელები რონალდუმ დააწინაურა – კუთხურის შემდეგ, ვიგოელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სადაც ყველაზე კარგად პორტუგალიელი გაერკვა. მადრიდელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ზუსტად 2 წუთში, იაგო ასპასმა წონასწორობა აღადგინა და „სელტას“ ქომაგებს ქულის გადარჩენის იმედი გაუჩინა.
ვიგოელთა იმედებს ცივი წყალი ისევ რონალდუმ გადაასხა – მადრიდელთა „შვიდიანმა“ კაკას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აქცია გოლად და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„სოსიედადი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ეწვია და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. მატჩის პირველმა ნახევარმა დაბალ ტემპში ჩაიარა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ. მეორე ტაიმში, „სოსიედადმა“ სწრაფი კონრტშეტევა განავითარა, რომლის შემდეგაც ხაბი პრიეტო დარჩა დასარტყმელ პოზიციაში და მადრიდელთა მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა – 0:1.
მსგავსი სცენარით წარიმართა „ბილბაოსა“ და „ვალენსიას“ მატჩიც, მაგრამ აქ გამარჯვება მასპინძლებს, ანუ, ბასკებს დარჩათ. 77–ე წუთზე, „ღამურების“ საჯარიმოში მყოფ იკერ მუნიაინს მიუვიდა ბურთი და ძლიერი დარტყმის წყალობით, ანგარიშიც გაიხსნა. ვალენსიელებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ტაბლოზე ციფრები ვეღარ შეცვალეს.
მეორე ვალენსიურმა კლუბმა „ლევანტემ“, „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 0:0–ზე გაეყარა.
ბილბაო. „სან მამესი“. 37000
ბილბაო – ვალენსია 1:0 (0:0)
ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, ეკისა, ლაპორტი, ორტენეჩე (მუნიაინი 60), სან–ხოსე, დე მარკოსი, იტურასპე, სუსაეტა, ადურისი (ტოკერო 87), გომესი (ლიორენტე 76).
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა
ვალენსია: გუაიტა, ბარაგანი, რუისი (ალბელდა 30), მატიე, სისოკო, პარეხო, კოსტა, ფეგული, ბანეგა (ჟონასი 82), პიატი, ვალდესი (სოლდადო 65).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლი: 1:0 მუნიაინი (79)
გაფრთხილებები: იტურასპე (58) – ვალდესი (25), პარეხო (33), მატიე (35), ალბელდა (53), ფეგული (67)
კარში დარტყმა: 5 (4) – 15 (8) ჯარიმა: 17 - 17 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 6 – 2
ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 13000
ლევანტე – ხეტაფე 0:0
ლევანტე: მუნუა, ნავარო, ლოპესი, კარაბელასი, ვინტრა, დიოპი, იბორა, რიოსი (ელ–ზჰარი 57), გარსია, მიჩელი (მარტი 71), აკვაფრესკა (ხუანლუ 81).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
ხეტაფე: მოია, რუანო, ტორესი, ფერნანდესი, ესკუდერო (ლოპესი 81), გავილანი (ლაფიტა 59), კასტრო, ლასენი, ტორესი, ბარადა, კოლუნგა (ვასკესი 72).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
გაფრთხილებები: ლოპესი (55), გარსია (67) – ტორესი (41), კოლუნგა (67), რუანო (87)
კარში დარტყმა: 9 (6) – 4 (2) ჯარიმა: 19 - 13 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 2 – 4
ვიგო. „ბალაიდოსი“. 28000
სელტა – რეალი 1:2 (0:0)
სელტა: ვარასი, ხონი, ტუნიესი, დემიდოვი, ლაგო, ლოპესი (პრანიჩი 55), ოუბინია, ფერნანდესი, დე ლუკასი (ბერმეხო 61), კრონ–დელი (ჩუ–იუნი 81), ასპასი.
მწვრთნელი: აბელ რესინო
რეალი: ლოპესი, პეპე, ალბიოლი, მარსელო, ესიენი, ხედირა (ალონსო 46), მოდრიჩი, კალეხონი (კაკა 66), იოზილი, რონალდუ, ბენზემა (იგუაინი 66).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 რონალდუ (61), 1:1 ასპასი (63), 1:2 რონალდუ (72პ.)
გაფრთხილებები: დე ლუკასი (30), ვარასი (71) – ალბიოლი (42)
კარში დარტყმა: 14 (10) – 15 (10) ჯარიმა: 9 - 7 კუთხური: 9 - 6 თამაშგარე: 1 - 11 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 7 – 9
მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 47500
ატლეტიკო – სოსიედადი 0:1 (0:0)
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, ხუანფრანი, გაბი, თურანი, როდრიგესი (გარსია 66), კოკე (ადრიანი 71), ფალკაო, კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, პრიეტო, ილიარამენდი (ანსოტეგი 90), სურუტუსა (ესტრადა 70), ბერგარა, გრიზმანი, ველა.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
გოლი: 0:1 პრიეტო (54)
გაფრთხილებები: თურანი (38), ხუანფრანი (47), გოდნი (59), კოსტა (86), ფალკაო (90) – ილიარამენდი (11), გონსალესი (16)
კარში დარტყმა: 13 (2) – 3 (2) ჯარიმა: 20 - 14 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 6 - 0 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 1 – 2
1. | ბარსელონა | 27 | 23 | 2 | 2 | 85:30 | 71 |
2. | რეალი | 27 | 18 | 4 | 5 | 66:25 | 58 |
3. | ატლეტიკო | 27 | 18 | 3 | 6 | 48:24 | 57 |
4. | მალაგა | 27 | 12 | 8 | 7 | 38:25 | 44 |
5. | სოსიედადი | 27 | 12 | 8 | 7 | 45:34 | 44 |
6. | ბეტისი | 27 | 13 | 4 | 10 | 39:39 | 43 |
7. | ვალენსია | 27 | 12 | 6 | 9 | 38:40 | 42 |
8. | რაიო | 27 | 13 | 2 | 12 | 36:43 | 41 |
9. | ხეტაფე | 27 | 11 | 6 | 10 | 37:44 | 39 |
10. | ლევანტე | 27 | 10 | 6 | 11 | 32:40 | 36 |
11. | ვალიადოლიდი | 27 | 9 | 8 | 10 | 35:34 | 35 |
12. | სევილია | 27 | 10 | 5 | 12 | 39:40 | 35 |
13. | ესპანიოლი | 27 | 8 | 8 | 11 | 31:37 | 32 |
14. | ბილბაო | 27 | 9 | 5 | 13 | 32:50 | 32 |
15. | ოსასუნა | 27 | 7 | 7 | 13 | 23:30 | 28 |
16. | გრანადა | 26 | 7 | 5 | 14 | 25:38 | 26 |
17. | სარაგოსა | 26 | 7 | 4 | 15 | 25:38 | 25 |
18. | მალიორკა | 27 | 6 | 6 | 15 | 28:50 | 24 |
19. | სელტა | 27 | 6 | 5 | 16 | 26:38 | 23 |
20. | დეპორტივო | 27 | 3 | 8 | 16 | 29:58 | 17 |
ბომბარდირები
მესი („ბარსელონა“) – 40, რონალდუ („რეალი“) – 26, ფალკაო („ატლეტიკო“) – 21, ნეგრედო („სევილია“)- 14, სოლდადო („ვალენსია“) – 13.
11 მარტი
სარაგოსა-გრანადა.