შესაძლოა, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე “ევერტონის” მესაჭე რობერტო მარტინესი მიიწვიოს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, “რეალის” ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის უეფას ჩემპიონთა ლიგის, ან პრიმერა დივიზიონის მოგება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათავისუფლებით დაემუქრა. თუკი “რეალისა” და ანჩელოტის გზები გაიყრება, შესაძლოა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” რობერტო მარტინესი აღმოჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ “ევერტონის” 40 წლის ესპანელი სპეციალისტის სამსახურით ლონდონის “არსენალიცაა” დაინტერესებული.