მადრიდის “რეალი” იტალიური “რომადან” ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველის, მარკინიოსის შეძენის მცდელობას არ ეშვება.
“კორინთიანსის” აღზრდილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში სერია A-ში პირველად ითამაშა, 26 მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, ჭკვიანური თამაშით არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო.
Marca-ს ცნობით, ახალგაზრდა ბრაზილიელის შეძენის ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი მადრიდის “რეალია”. “სამეფო კლუბმა” უკვე მიმართა რომაელებს შესაბამისი სურვილით და 20 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ცოტა ფიქრის შემდეგ, მადრიდელებმა გადაწყვიტეს, რომ ბედი კიდევ ერთხელ ცადონ და ამჯერად “მგლებს” 26 მილიონი შესთავაზეს. მარკინიოსის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.