ფეხბურთი

20:30 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ლიორენტეს არენდით აყვანას შეეცდება

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ლიორენტემ, შესაძლოა, სეზონის მე-2 ნახევარი მადრიდის “რეალში” გაატაროს. აღნიშნულ ინფორმაციას “ფიფას” აგენტი ფრანსუა გალარდო ავრცელებს.

ლიორენტე “იუვენტუსს” გასულ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ესპანელს ტურინში თავისი ყოფით კმაოყიფლების საფუძველი ნამდვილად არ აქვს. საქმე ისაა, რომ 28 წლის თავდამსხმელი მოედანზე ერთადერთხელ ვიხილეთ, როდესაც “სამპდორიასთან” გამართულ მატჩში ის თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო.

“ფერნანდო ლიორენტე, შესაძლოა, “რეალში” გაანათხოვრონ, რადგან ის “იუვენტუსში” სათამაშო დროს ვერ ღებულობს.” – აცხადებს ფრანსუა გალარდო.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიორენტეს სამსახურით, “რეალის” გარდა, “ბარსელონაცაა” დაინტერესებული.

0.119324