გერმანული “დორტმუნდის” ვარსკვლავს, რობერტ ლევანდოვსკის მადრიდის “რეალი” უფრო მეტ ხელფასს სთავაზობდა, ვიდრე “ბაიერნი”, მაგრამ პოლონელმა მაინც მიუნხენური გრანდი აირჩია.
4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლევანდოვსკი, მომდევნო სეზონიდან, “ბაიერნში” ითამაშებს. დღეს, გერმანელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლევანდოვსკი, ხელფასის სახით, წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს. Spiegel-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელს მადრიდის “რეალი” უფრო მომგებიან წინადადებას სთავაზობდა. ესპანელები მზად იყვნენ ლევანდოვსკისთვის 6 წელიწადში 81 მილიონი ევრო გადაეხადათ.
ლევანდოვსკით “რეალის” დაინტერესების შესახებ ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი მაიკ ბარტელიც ადასტურებს, რომელიც აცხადებს, რომ მადრიდელებმა დაიგვიანეს. “იმ დროისთვის, “ბაიერნთან” უკვე შეთანხმებულები ვიყავით და მიუნხენელებისთვის უარის თქმა არ შეგვეძლო.”